Thursday, May 26, 2011

Welcome

მოგესალმებით, მე ვარ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და მეცნიერებათა პირველი კურსის სტუდენტი. ეს ბლოგი ემსახურება კონკრეტულ კვლევას. ვაწარმოებ კვლევას თემაზე "აფხაზური სქიზმა".
როგორც იცით, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ აფხაზეთის ტერიტორიაზე მოღვაწე მართლმადიდებელმა მღვდლებმა დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს მათ კანონიკურ მეთაურს, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და გამოთქვეს სურვილი ავტონომიური ეკლესიის შექმნაზე. სულ მალე აფხაზი მღვდლების ოფიციალური მიმართვაც გავრცელდა საქართველოს ავტოკეფალური სინოდისადმი. მოვლენები დღემდე ვითარდება და დღემდე გაურკვეველია თუ რით დასრულდება ეს ყოველივე.
გადავწყვიტე ამ საკითხის შესახებ ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით პატარა კვლევა ჩამეტარებინა. მე კვლევის განმავლობაში გაგაცნობთ პერსპექტივებსა და პრობლემებს, დადებით და უარყოფით მხარეებს და მოვლენების შესაძლო განვითარების რამდენიმე გზას.

ტერმინი - სქიზმატი

თვითონ ეს ტერმინი ბერძნული ენიდან იღებს სათავეს, როგორც ნებისმიერი სხვა ეკლესიოლოგიური ტერმინების უმრავლესობა (ბერძ. σχίσμα, skhísma). ეს სიტყვა ბერძნულად გახლეჩვას, გაყოფას ნიშნავს. ტერმინით "სქიზმატი" მოიხსენიება იმ ადამიანთა დაჯგუფება რომელთაც აქვთ საერთო ეკლესიოლოგიური წარსული მაგრამ, გარკვეული დროის შემდეგ მათ შეწყვიტეს ურთიერთ კავშირი.
რელიგიაში სქიზმა განსხვავდება ერესისაგან. სქიზმით განყოფილების რწმენა და დოქტრინა მსგავსია. განყოფილები ერთმანეთს არა მცდარი დოქტრინის გამო ადანაშაულებენ არამედ. რომელიმე იერარქის მიერ კანონმდებლობის დარღვევის გამო. შესაძლოა სქიზმა პოლიტიკური მიზნების გამო იყოს გამოწვეული. ისტორიის პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც სქიზმით განყოფილნი, კონფლიქტის გამწვავების მიზნით, ერთმანეთს ადანაშაულებენ არასწორი სწავლების დანერგვაში.
მაგალითისათვის, რომის კათოლიკე ეკლესია აღმოსავლეთის მართლმადიდებელ ეკლესიას მიიჩნევს სქიზმატურ ეკლესიად, მაგრამ არა ერეტიკოსად. რაც შეეხება აღმოსავლეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ მიაჩნიათ, რომ რომის კათოლიკე ეკლესია არა მხოლოდ სქიზმატია არამედ ერეტიკოსიც.